logo_geo
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
- +

19 ივნისი. 2022. 11:37

 

 

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოსახლეობას საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატის არჩევა მოუწევს ხუთი წლის ვადით.

 

გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გარშემო შეკრებილ კოალიციას „ერთად!“ (Ensemble!) და ჟან ლიუკ მელანშონის გარშემო შეკრებილ მემარცხენე ძალების კოალიციას „ახალი სახალხო ეკოლოგიური და სოციალური ალიანი“ (Nupes) აქვთ. პარლამენტში სრული უმრავლესობის მოსაპოვებლად პოლიტიკურ კოალიციებს 289 მანდატის აღება მოუწევთ.

 

გასულ კვირას გამართულ არჩევნების პირველ ტურში მაკრონის კოალიციამ „ერთად!“, მემარცხენე კოალიციასთნ შედარებით 0,1 პროცენტით მეტი ხმა აიღო.

 

გამოკითხვების თანახმად, ორივე მხარეს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ. ექსპერტები თვლიან, რომ მეორე ტურში დაახლოებით 30-დან 50-მდე მანდატის მოპოვება შეუძლია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიასაც.

 

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამომრჩევლების აქტივობამ 40 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

 

big_banner
არქივი