logo_geo
მოლდოვამ რუსული საინფორმაციო გამოშვებების მაუწყებლობა აკრძალა
- +

19 ივნისი. 2022. 14:41

 

 

მოლდოვამ ყველა რუსული საინფორმაციო გადაცემების მაუწყებლობა აკრძალა. აკრძალვის შესახებ კანონს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოაწერა ხელი.

 

ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელის, ლილიანა ვიცუს ცნობით, მოლდოვამ რუსული პროპაგანდა ოფიციალურად აკრძალა. თუ დეზინფორმაციის ფაქტი დაფიქსირდება, კომპანია ლიცენზიას შვიდი წლით დაკარგავს.

 

მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარება კიშინიოვს აიძულებს მკაცრი ზომების მიღებას.

 

ცნობისთვის, 24 ივნისს კანონი ოფიციალურად გამოქვეყნდება და ამავე დღეს ამოქმედდება.

 

 

big_banner
არქივი