logo_geo
უკრაინის თავისუფლების ლეგიონის დამფუძნებელი და მეთაური იზიუმთან ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა
- +

19 ივნისი. 2022. 18:30

 

 

კარპატების სიჩის მოხალისეთა ბატალიონის მეთაური და თავისუფლების ლეგიონის დიდი ხნის ლიდერი ოლეგ კუცინი დაიღუპა იზიუმის მიმართულებით ბრძოლაში, - ამის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის მერმა რუსლან მარცინკოვმა განაცხადა.

 

ოლეგ კუცინი იყო თავისუფლების ლეგიონის დამფუძნებელი და კარპატების სიჩის ბატალიონის მეთაური.

 

„აღმოსავლეთის ფრონტზე ერთ-ერთი უძლიერესი მეთაური მოკლეს - ოლეგ კუცინი. თავისუფლების ლეგიონის დამფუძნებელი და დიდი ხნის წინამძღოლი, კარპატების სიჩის ბატალიონის მეთაური (შეიარაღებული ძალების 49-ე მსროლელი ბატალიონი) ურყევი ხასიათით. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს“, - აცხადებს ივანო-ფრანკოვსკის მერი.

 

 

big_banner
არქივი