logo_geo
ალექსეი დანილოვი: იმ ბანაკს არ მივეკუთვნები, რომელშიც სჯერათ, რომ რუსული არმია სუსტია
- +

20 ივნისი. 2022. 11:18

 

 

„იმ ბანაკს არ მივეკუთვნები, რომელშიც სჯერათ, რომ რუსული არმია სუსტია. მათ ძალიან დიდი რესურსი აქვთ, რომელიც ახლა აქ (უკრაინაში) გადმოისროლეს“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.

 

მისი თქმით, რუსეთს კვლავ სურს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება.

 

„მათ მთელი ქვეყნის დაპყრობის გეგმა ნამდვილად არ შეუცვლიათ. ისინი ამას საჯაროდ აცხადებენ, მათ უკვე ყველა ნიღაბი მოხსნილი აქვთ“, - განაცხადა დანილოვმა.

 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება ჯერ შორსაა.

 

 

big_banner
არქივი