logo_geo
Reuters: ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა 55%-თ გაზარდა
- +

20 ივნისი. 2022. 12:56

 

 

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთმა რუსეთიდან მაისის თვეში ნავთობის შესყიდვები აპრილის თვესთან შედარებით მეოთხედით გაზარდა. მიწოდების ყოველთვიური მოცულობა რეკორდული იყო.

 

„რუსეთიდან ჩინეთში ნავთობის იმპორტი მაისში გასულ წელთან შედარებით 55 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ დონეს მიაღწია“, - წერს გამოცემა.

 

აქამდე ჩინეთისთვის უმსხვილესი ნავთობის მიმწოდებელი საუდის არაბეთი იყო. ახალა კი ყველაზე მეტ ნავთობს პეკინი მოსკოვისგან ყიდულობს.

 

 

big_banner
არქივი