logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის ისტორიული კვირა იწყება
- +

20 ივნისი. 2022. 13:13

 

 

„უკრაინისთვის ისტორიული კვირა იწყება“, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია და, ამავე დროს, საოკუპაციო ძალების აქტივობების გაზრდას ელის. მიმართვაში უკრაინის ლიდერმა აღმოსავლეთ ფრონტზე არსებულ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.

 

„იწყება ისტორიული კვირა, როდესაც ჩვენ უნდა მოვისმინოთ ევროპის საბჭოს პასუხი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების შესახებ. დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი მთელი ევროპის ინტერესებში შედის. ამავე კვირაში, ველით რუსეთის მხრიდან მტრული აქტივობის გაზრდას, რასაც ისინი სპეციალურად, საჩვენებლად გააკეთებენ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც. ვემზადებით, ვაფრთხილებთ ჩვენს პარტნიორებს და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გვერდში გვიდგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი