logo_geo
კოლუმბიამ პირველი მემარცხენე პრეზიდენტი აირჩია
- +

20 ივნისი. 2022. 15:33

 

 

კოლუმბიამ პირველად მემარცხენე პრეზიდენტი - კოლუმბიის დედაქალაქის ბოგოტას ყოფილი მერი გუსტავო პეტრო აირჩია. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

 

გამოცემა წერს, რომ გუსტავო პეტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე როდოლფო ერნანდესი დაამარცხა, რამაც ხაზი გაუსვა ხალხის დამოკიდებულებას ქვეყნის ტრადიციული პოლიტიკოსების მიმართ.

 

მონაცემების შესაბამისად,  გუსტავო პეტრომ ხმების 50.5% მიიღო და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა.

 

არჩეული პრეზიდენტი ოდესღაც მეამბოხე იყო ახლა უკვე დაშლილი „M-19 მოძრაობისთვის“ დაკავებული იყო, მას ამნისტიაც კი შეეხო.

 

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში ყველა ოპოზიციონერს მიესალმებიან და თანამშრომლობას გააგრძელებენ.

 

„ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს იქნება პოლიტიკური და სამართლებრივი დევნა. იქნება მხოლოდ პატივისცემა და დიალოგი“, - განაცხადა მემარცხენე პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი