logo_geo
იაროსლავ კაჩინსკიმ პოლონეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობა დატოვა
- +

21 ივნისი. 2022. 13:17

 

 

პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ვიცე-პრემიერის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

 

„ამ დროისთვის მთავრობაში არ ვარ. მე უკვე მივმართე პრემიერს შუამდგომლობით და ის დაკმაყოფილდა. როგორც ვიცი, ასევე პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი“, - განაცხადა კაჩინსკიმ.

 

მედიის ცნობით, კაჩინსკიმ, რომელიც ასევე იყო მთავრობის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მას თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი შეცვლის.

 

ამასთან, კაჩინსკიმ განაცხადა, რომ მას სურდა სამთავრობო თანამდებობების დატოვება, რათა ყურადღება მმართველი პარტიის მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე გადაიტანოს.

 

„გადავწყვიტე, რომ კონცენტრირების მოხდენა საჭიროა ისეთ რაიმეზე, რაც პოლონეთის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ჩემს როლს გადაჭარბებულად არ ვაფასებ, მაგრამ... პარტიამ ძალა უნდა აღიდგინოს, რადგან მსოფლიოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანი დრო ახლოვდება“, - აღნიშნა კაჩინსკიმ.

 

 

big_banner
არქივი