logo_geo
აშშ-ში 5 წლამდე ბავშვების კოვიდვაქცინებით აცრა დაიწყო
- +

21 ივნისი. 2022. 16:54

 

 

აშშ-ში 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. ამის შესახებ CNN წერს.

 

ტელეარხის ცნობით, ქვეყანაში 17 მილიონამდე ბავშვია, ვინც ვაქცინის მიღებას შეძლებს. მათი მშობლები არჩევანის გაკეთებას „BioNTech/Pfizer“-ისა და „Moderna“-ს შორის შეძლებენ. გასულ კვირას რეკომენდაცია ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების აცრის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ​გასცა. გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც მას მხარი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაამტკიცა.

 

ამასთან, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის საკითხი მშობლების გადასაწყვეტია.

 

 

big_banner
არქივი