logo_geo
ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ინდონეზიაში სპეცრაზმს ქმნიან
- +

24 მაისი. 2017. 23:37


Independent-ის ინფორმაციით, ინდონეზიის პროვინციაში, დასავლეთში მალე გამოჩნდება სპეცდანიშნულების რაზმი, რომლის უშუალო ფუნქცია ჰომოსექსუალების დევნა იქნება.


პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ახალი დანაყოფი შეივსება როგორც ოპერატიული თანამშრომლებით, ასევე კონტრდაზვერვის სპეციალისტებით. მისივე აზრით, ჰომოსექსუალიზმი როგორც სხეულის, ისე სულის დაავადებაა.

 

„იმედი მაქვს, რომ ამ გარყვნილების მიმდევრები პროვინციაში არ გვყავს. თუ ასეთი მაინც აღმოჩნდება, მას პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევს. საზოგადოება მას ზურგს აქცევს,"- განაცხადა მან და იქვე საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდა.



 

big_banner
არქივი