logo_geo
Forbes-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა
- +

25 მაისი. 2017. 01:13



ამერიკულმა ჟურნალმა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგი გამოქვეყნა. რეიტინგის 40%-ზე მეტი ამერიკულ და ჩინურ კომპანიებს უკავიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელებულია.


2017 წლის რეიტინგში, პირველ პოზიციებზე არიან ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი (ICBC), ჩინეთის სამშენებლო ბანკი, ამერიკული კომპანიები Berkshire Hathaway, JPMorgan Chase და Wells Fargo. 


მთლიანობაში, რეიტინგში 58 ქვეყნის 2000 კომპანიაა შესული, რომელთა ჯამური შემოსავალი 35,3 ტრილიონი დოლარია, მოგება - 2,5 ტრილიონი დოლარი, ხოლო საბაზრო ღირებულება - 48,8 ტრილიონი დოლარი. სიაში მოხვედრილი კომპანიების აქტივების საერთო ღირებულება 69,1 ტრილიონ დოლარად შეფასდა. 


რეიტინგი, რომელსაც Forbes Global 2000 ჰქვია, იქმნება და ქვეყნდება ყოველწლიურად და ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ანალიტიკურ პროდუქტად ითვლება.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი