logo_geo
რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავებულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე
- +

23 ივნისი. 2022. 12:37

 

 

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ჩუგუევსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ იუწყება.

 

„ჩუგუევსკის რაიონში რუსებმა წუხელ დასახლება პეჩენეგი დაბომბეს, დაზიანდა კერძო საწარმო, გაჩნდა ხანძარი. დაბომბვა დილით გაგრძელდა. დაინგრა კერძო სახლები. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 7 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 2 ბავშვი“, - აცხადებს სინეგუბოვი.

 

მისი თქმით, გუშინ რუსებმა ხარკოვში ინდუსტრიული რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც საწყობში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

 

 

big_banner
არქივი