logo_geo
ევერესტზე კიდევ ოთხი ალპინისტი დაიღუპა
- +

25 მაისი. 2017. 01:17



The Himalayan Times-ის ინფორმაციით, ევერესტის დასაპყრობად წასული ორი ალპინისტი - ქალი და კაცი - და მათი გამცილებელი ორი ნეპალელი სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს კომპანია Seven Summit Treks-ის თანამშრომლებმა, როდესაც მწვერვალიდან კვირას დაღუპული სლოვაკი ვლადიმერ შტრბის ცხედარი ჩამოჰქონდათ. ალპინისტები სავარაუდოდ კარავში ჟანგბადის უკმარისობით გაიგუდნენ.


მათი ვინაობა ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება. ნეპალის კულტურის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სამინისტროში მათ შესახებ ინფორმაციები გროვდება. ცნობილია, რომ მათთან კავშირი კვირას შეწყდა. შესაბამისად, მათი გარდაცვალების დროც ჯერ არ დადგენილა.


 

 

big_banner
არქივი