logo_geo
გუბერნატორი: უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკს ტოვებენ - არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას
- +

24 ივნისი. 2022. 11:18

 

 

 

უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია ДОМ-ის ეთერში ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

 

„უნდა გამოვიყვანოთ ბიჭები. ჩვენს ბიჭებს არავინ მიატოვებს. არავინ დაუშვებს მათ ალყაში მოქცევას“, - აღნიშნა გაიდაიმ.

 

მისი თქმით, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

 

„მათ უკვე მიიღეს ბრძანება ახალ პოზიციებზე, ახალ გამაგრებულ ტერიტორიებზე უკან დახევის შესახებ. იქიდან უკვე შესაძლებლია ნორმალური და სრულფასოვანი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და შესაბამისად, მტრისთვის ზიანის მიყენება“, - განაცხადა გაიდაიმ.

 

გუბერნატორის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად დანგრეულია, სახლების 90% დაზიანებულია ან დანგრეულია.

 

 

big_banner
არქივი