logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის ყველა ლიდერს, ასევე ჩვენ გმირებს, რომლებიც იარაღით ხელში იცავენ უკრაინის დამოუკიდებლობას
- +

24 ივნისი. 2022. 11:20

 

 

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე იქნა მიღებული“, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭება არამხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის, არამედ ევროპის გაძლიერებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

 

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის 30-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე. ეს არ არის გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინისთვის. ეს არის ევროპის გაძლიერებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რომელიც სწორედ ახლა უნდა გადადგმულიყო, როცა რუსეთის ომი არის ჩვენი თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დიდი გამოცდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ყველა ლიდერს, ასევე ჩვენ გმირებს, რომელიც იარაღით ხელში იცავს უკრაინის დამოუკიდებლობას და ევროპის თავისუფლებას. მადლობა, რომ ქმნით უფრო ძლიერი და თავისუფალი ევროპის ისტორიას. დიდება უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი