ქუვეითელმა სამართალდამცავებმა კურიერი-მტრედი დაიჭირეს, რომელსაც სხეულზე მიბმული ჰქონდა პატარა ჩანთა, სადაც 178 აბი ამფეტამინი აღმოჩნდა. სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკების გადატანა ერაყის ტერიტორიიდან ხდებოდა. ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. რა ბედი ელის მტრედს ჯერჯერობით უცნობია.