logo_geo
ბრიტანული დაზვერვა: დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა
- +

25 ივნისი. 2022. 11:15

 

 

დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ივნისის დასაწყისში რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, დიდი ალბათობით, ჩამოაშორა რამდენიმე გენერალი საკვანძო სამეთაურო როლებს.

 

„მათ შორის არიან სამხედრო-სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი და ჯარების სამხრეთის ჯგუფის მეთაური, არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი. არსებული ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დვორნიკოვი უკრაინაში მოქმედ ყველა რუსულ ძალებს მეთაურობდა. დიდი ალბათობით, ჯარების სამხრეთის ჯგუფის მეთაურად გენერალ პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა, ვინაიდან ეს დაჯგუფება აგრძელებს დონბასზე რუსეთის შეტევაში მთავარი როლის შესრულებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში სუროვიკინის კარიერას თან სდევს ბრალდებები კორუფციასა და სისასტიკეში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი