logo_geo
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ჯერჯერობით დასავლეთს თანამედროვე ტანკებისა და თვითმფრინავების გადმოცემა არ სურს
- +

25 ივნისი. 2022. 11:15

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ჯერჯერობით დასავლეთს კიევისთვის თანამედროვე ტანკებისა და თვითმფრინავების გადაცემა არ სურს. ამის შესახებ მან ICTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, უკრაინა ამ საკითხს ოპტიმიზმით უყურებს.

 

„რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებიც ჯერ პრინციპულ გადაწყვეტას საჭიროებს. ეს ეხება თანამედროვე ტანკებსა და თვითმფრინავებს. ვაგრძელებთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ ეს აუცილებლად გვჭირდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქ ჯერ მიღებული არაა, თუმცა მე ოპტიმისტი ვარ... ჩვენ უკვე მივიღეთ 1000-მდე „სტინგერი“, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელი არაფერია“, - აცხადებს რეზნიკოვი.

 

 

big_banner
არქივი