logo_geo
ოსლოს ღამის კლუბში სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა
- +

25 ივნისი. 2022. 12:10

 

 

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ სროლას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

 

ინციდენტი 25 ივნისის ღამით მოხდა. უცნობი პირი ღამის კლუბში შეიჭრა და სროლა დაიწყო, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 8 კი დაიჭრა.

 

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

big_banner
არქივი