logo_geo
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ღამის კლუბში, სულ მცირე, 17 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
- +

26 ივნისი. 2022. 14:38

 

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ისტ-ლონდონში მდებარე ღამის კლუბ „Enyobeni Tavern“-ში, სულ მცირე, 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმეტესობა 18-დან 20 წლამდე ასაკისაა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

„ინციდენტის გარემოებები გამოძიების პროცესშია. ამ ეტაპზე, რაიმე ვარაუდზე საუბარი არ გვინდა“, - განუცხადა პოლიციის სპიკერმა ტელეარხ Newzroom Africa-ს.

 

BBC წერს, რომ მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ვრცელ ინფორმაციას მკითხველს მოგვიანებით აცნობებს.

 

 

big_banner
არქივი