logo_geo
უკრაინელი სამხედროები ორი მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ
- +

28 ივნისი. 2022. 13:08

 

 

„უკრაინელი სამხედროები ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ“, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიული სარდლობა „პივდენის“ სპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხერსონის ოლქში რუსული ჯარები საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ და თავიანთი პოზიციების დაბრუნებას საარტილერიო ცეცხლით ცდილობენ.

 

„ბოლო პერიოდში მოხდა ავიაციის ოთხი გადაფრენა და პოტიომკინოს მახლობლად პოზიციების აღდგენის მცდელობა, ახლა კი იქ ჩვენი პოზიციები გაძლიერებულია და მტერმა უპირატესობის მიღების გარეშე უკან დაიხია.

 

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ოლქს, დამპყრობლები აგრძელებენ დასახლებული ტერიტორიების დაბომბვას, თუმცა უკრაინელი სამხედროები ამ მიმართულებით მედგრად დგანან და პოზიციებს ინარჩუნებენ“, - განაცხადა სპიკერმა.

 

 

big_banner
არქივი