logo_geo
რუსეთი აცხადებს, რომ კრემენჩუკში იარაღის საწყობი დაბომბა და არა სავაჭრო ცენტრი
- +

28 ივნისი. 2022. 14:58

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს საწყობზე, სადაც აშშ-დან და ევროკავშირიდან გამოგზავნილი იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდა.

 

„მაღალი სიზუსტის დარტყმის შედეგად, დასავლური წარმოების იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც კონცენტრირებული იყო საწყობში შემდგომი გადაზიდვისთვის დონბასში უკრაინული ჯარებისთვის, დაიბომბა. ობიექტის დაბომბვის შედეგად საწყობში შენახული დასავლური იარაღი აფეთქდა, რამაც მეზობლად მდებარე არაფუნქციურ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გამოიწვია“, -  ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, რუსულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც უკრაინის ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, განახლებული მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 59.

 

 

big_banner
არქივი