logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვიცავთ უკრაინას, უფალი ჩვენს მხარესაა და ამბობს, რომ მშობლიური სახლის დაცვა ავი სულისგან ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არდაცვაა
- +

28 ივნისი. 2022. 15:24

 

 

„უფალი ჩვენს მხარესაა და ამბობს, რომ მშობლიური სახლის დაცვა ავი სულისგან ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არ დაცვა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„ჩვენ ვიცავთ უკრაინას, რომელიც არის სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

ჩვენი სუვერენიტეტი ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ ვართ უნიტარული სახელმწიფო. ჩვენი ტერიტორია არსებულ საზღვრებში არის განუყოფელი და ხელშეუხებელი. ამიტომ აღმოსავლეთში და დასავლეთში, სამხრეთში, ჩრდილოეთში და ცენტრში ჩვენი ხალხი გმირულად იბრძვის ამ პრინციპებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ღმერთი უკრაინის მხარესაა.

 

„უფალი ჩვენს მხარესაა და ამბობს, რომ მშობლიური სახლის დაცვა ავი სულისგან ცოდვა არ არის, ცოდვაა მისი არ დაცვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი