„ნაცისტური გერმანიის დროს, ბერლინთან ახლოს მდებარე ბანაკის ყოფილ მცველს, რომელიც ახლა 101 წლისაა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა“, - ამის შესახებ BBC წერს.
კაცი ყველაზე მოხუცი ყოფილი ნაცისტია, რომელიც გერმანიის სასამართლომ გაასამართლა. სასამართლოს მიმდინარეობის დროს, ის ყოველთვის უარყოფდა, რომ შუცშტაფელის (SS) მცველი იყო.
ის 3 518 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობაში სცნეს დამნაშავედ. სასამართლომ დაადგინა, რომ ის თანამონაწილეობდა საბჭოთა სამხედრო ტყვეების დახვრეტასა და სხვა პირთა Zyklon B-ის გაზის გამოყენებით დახოცვაში.