logo_geo
ნაცისტური ბანაკის მცველს, 101 წლის კაცს, ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- +

28 ივნისი. 2022. 16:32

 

 

„ნაცისტური გერმანიის დროს, ბერლინთან ახლოს მდებარე ბანაკის ყოფილ მცველს, რომელიც ახლა 101 წლისაა, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

კაცი ყველაზე მოხუცი ყოფილი ნაცისტია, რომელიც გერმანიის სასამართლომ გაასამართლა. სასამართლოს მიმდინარეობის დროს, ის ყოველთვის უარყოფდა, რომ შუცშტაფელის (SS) მცველი იყო.

 

ის 3 518 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობაში სცნეს დამნაშავედ. სასამართლომ დაადგინა, რომ ის თანამონაწილეობდა საბჭოთა სამხედრო ტყვეების დახვრეტასა და სხვა პირთა Zyklon B-ის გაზის გამოყენებით დახოცვაში.

 

 

big_banner
არქივი