logo_geo
ბანგკოკის აეროპორტში ორი ქალის ბარგში 109 ცოცხალი ცხოველი აღმოაჩინეს
- +

28 ივნისი. 2022. 23:21

 

 

ბანგკოკის აეროპორტში ორი ქალი 109 ცხოველის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ცხოველები ქალების ბარგში, შემოწმებისას აღმოაჩინეს. მათ შორის იყვნენ: 35 კუ, 50 ხვლიკი, 20 გველი, 2 თეთრი მაჩვზღარბი და 2 ჯავშნოსანი. დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, ერთ 24-ის, მეორე კი 38 წლისაა. ისინი ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიემგზავრებოდნენ.

 

ცხოველების კონტრაბანდა აეროპორტებში რეგიონში სერიოზულ გამოწვევად რჩება. 2022 წლის მარტის მონაცემებით, 2011-2020 წლებში, ინდოეთის აეროპორტებში 70 ათასზე მეტი უკანონოდ გადაყვანილი ცხოველი, მათი შორის მათი სხეული ნაწილები, აღმოაჩინეს.

 

 

 

big_banner
არქივი