logo_geo
ატლანტაში კაცმა რესტორან „Subway“-ის თანამშრომელი მოკლა, რადგან მის სენდვიჩზე ბევრი მაიონეზი იყო
- +

29 ივნისი. 2022. 11:03

 

 

ატლანტაში, რესტორან Subway-ში მამაკაცმა სასიკვდილოდ ესროლა თანამშრომელს, რადგან მის „სენდვიჩზე ძალიან ბევრი მაიონეზი იყო“, - ამის შესახებ „Washington Post“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.

 

პოლიციის უფროსის მოადგილემ ჩარლზ ჰემპტონ უმცროსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხმარებელმა იარაღიდან ესროლა რესტორნის ორ თანამშრომელს, 26 წლის ქალს, რომელიც ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა და 24 წლის ქალს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებული ქალის 5 წლის ბავშვი ამ დროს რესტორანში იმყოფებოდა.

 

პოლიციამ მომხდარზე 36 წლის კაცი დააკავა.

 

 

big_banner
არქივი