logo_geo
კანადა უკრაინას, სესხის სახით, $150 მილიონს გამოუყოფს
- +

29 ივნისი. 2022. 11:59

 

 

„კანადა უკრაინას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით, 200 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით სესხს გამოუყოფს“, - ამის შესახებ უკრაინული მედია კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

 

ტრიუდომ ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებს, 73 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის.

 

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კანადა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

 

 

big_banner
არქივი