logo_geo
სტევო პენდაროვსკი: ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს და არგუმენტს, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ
- +

29 ივნისი. 2022. 13:33

 

 

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს და გონივრულ არგუმენტს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ამის გაკეთებაში“, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ განაცხადა.

 

„ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას. ასევე, სხვა მოკავშირეებთან ერთად, სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნების წევრობის მისწრაფებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ NATO-ს კარი ღია უნდა დარჩეს ყველასთვის, ვისაც NATO-ში გაწევრიანება სურს. ჩვენთან ერთად არიან ქვეყნები ყველა კონტინენტიდან. ჩვენ გვყავს წარმომადგენლები ავსტრალიიდან, იაპონიიდან. ჩვენ გვყავს პარტნიორები კოლუმბიიდან, სამხრეთ კორეიდან. მე ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს და გონივრულ არგუმენტს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც NATO-ში გაწევრიანება სურთ, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ამის გაკეთებაში. ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება უნდა იყოს, თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის ნაწილად ყოფნა სურს და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ“, - აცხადებს პენდაროვსკი.

 

 

big_banner
არქივი