logo_geo
ბორის ჯონსონი: ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება ჩვენი ალიანსისთვის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია
- +

29 ივნისი. 2022. 13:34

 

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც მადრიდში, NATO-ს სამიტს ესწრება, აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება NATO-სთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

 

„მადრიდის სამიტი ბევრი მნიშვნელობით არის ისტორიული. ორგანიზაციაში ვიღებთ ორ ახალ წევრს - ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც ალიანსში გაწევრიანდებიან. ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეუძლია ალიანსს, მეტად დაეხმაროს უკრაინელებს. ასევე ჩვენ გვჭირდება, ვიფიქროთ გასული თვეების გაკვეთილებზე და NATO-ს საჭიროებაზე, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე თავის პოზიციას გადახედოს“, - აცხადებს ჯონსონი.

 

 

big_banner
არქივი