logo_geo
ზელენსკი: სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს - ასე ვიბრძვით
- +

29 ივნისი. 2022. 15:59

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ყოველდღიური ბრძოლები დიდ ზარალს აყენებს როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს, თუმცა დამპყრობლები უფრო მეტ ზარალს განიცდიან.

 

„სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს. სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს. ასე ვიბრძვით. თუმცა, სამართლიანები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს მართლაც რთულია ჩვენთვის. ჩვენს ერთ ტანკზე მათი ათი ტანკი მოდის. ჩვენს ერთ მებრძოლზე მათი ათი მებრძოლი მოდის. რაც არ უნდა ძლიერები ვიყოთ, ისინი ათჯერ მეტნი არიან. ჩვენთვის ეს რთულია, მაგრამ ვუძლებთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად უკრაინას გაუჭირდება რუსეთთან ბრძოლა და ამიტომ ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

big_banner
არქივი