logo_geo
იენს სტოლტენბერგი: ახალი სტრუქტურით გავზრდით NATO-ს ძალების მზადყოფნას და ისინი ორგანიზებულნი იქნებიან ისე, რომ მოერგონ NATO-ს ოპერაციებს, NATO-ს თავდაცვის დაგეგმვას
- +

30 ივნისი. 2022. 12:37

 

 

„ახალი სტრუქტურა დაეყრდნობა იმ ძალებს, რომლებიც NATO-ს ქვეყნებში იმყოფებიან, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ახლა ისინი ორგანიზებულნი იქნებიან ისე, რომ ახალი მოდელი მოერგოს NATO-ს ოპერაციებს, მოერგოს NATO-ს თავდაცვის დაგეგმვას“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

სტოლტენბერგმა მადრიდში შეთანხმებულ ალიანსის ახალ სამოქმედო პრინციპებზე ისაუბრა.

 

„ჩვენ შევთანხმდით NATO-ს ძალების ახალ სტრუქტურაზე, NATO-ს ახალი ძალების მოდელზე. მადრიდში შევთანხმდით ჩარჩოზე, პრინციპებზე. ალიანსის წევრებმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ NATO-ს ძალების ახალი სტრუქტურის ფორმირებაში. ეს იქნება კომბინირებული ძალები, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. უკვე 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი გვყავს NATO-ს სარდლობის ქვეშ. ახალი სტრუქტურა დაეყრდნობა იმ ძალებს, რომლებიც NATO-ს ქვეყნებში იმყოფებიან, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ახლა ისინი ორგანიზებულნი იქნებიან ისე, რომ ახალი მოდელი მოერგოს NATO-ს ოპერაციებს, მოერგოს NATO-ს თავდაცვის დაგეგმვას. გავზრდით ძალების მზადყოფნას. ერთი ნაწილი მზად იქნება 10 დღეში, მეორე ნაწილი კი 30 დღეში და ერთად საუბარია 300 000-ზე მეტ ჯარისკაცზე. გეგმა ერთ წელზეა გაწერილი. მახსოვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვყოლოდა საბრძოლო ჯგუფები ბალტიისპირეთის ქვეყნებში უფრო მცირე რაოდენობით, მაგრამ ახალი ნაბიჯი იყო მოკავშირეებისთვის - გამოცდილებაც გვაქვს და მზადყოფნაც. ეს არის ბირთვი სახმელეთო ელემენტისთვის, NATO-ს ახალი ძალების მოდელისა და ახალი ძალების სტრუქტურისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი