logo_geo
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინს კარგად გამოსდის მუქარები, მისგან სიურპრიზებს უნდა ველოდოთ
- +

30 ივნისი. 2022. 14:21

 

 

„პუტინს კარგად გამოსდის მუქარა, ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სიახლე“, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომელიც შვედეთსა და ფინეთთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ესტონეთის პრემიერს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთი პირდაპირ დაესხმება თავს ფინეთს ან შვედეთს.

 

„პუტინს კარგად გამოსდის მუქარები, მათ არაერთხელ გააკეთეს მუქარის შემცველი განცხადებები, ასე რომ, ამაში ახალი არაფერია. რასაკვირველია, უნდა ველოდოთ სიურპრიზებს პუტინისგან, მაგრამ ეჭვი მეპარება, პირდაპირი შეტევა განახორციელოს შვედეთზე ან ფინეთზე. ვნახავთ კიბერთავდასხმებს, საინფორმაციო ომი ისედაც მიმდინარეობს, მაგრამ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებაში ეჭვი მეპარება“, - აცხადებს  ესტონეთის პრემიერი.

 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ აქვთ, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული იქნებიან, სარკისებურად უპასუხონ“.

 

 

 

big_banner
არქივი