ისრაელის ქნესეთმა თვითდაშლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქნესეთის დაშლის სასარგებლოდ ხმა 92 კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანაში 2019 წლის შემდეგ მეხუთე არჩევნები გაიმართება, რომელიც 1 ნოემბრისთვის დაინიშნა.
პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს 1 ივლისიდან საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს და ის ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ ახალი კოალიციის ჩამოყალიბებამდე დარჩება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნაფტალი ბენეტი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.