logo_geo
ისრაელის ქნესეთი დაიშალა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება
- +

30 ივნისი. 2022. 16:36

 

 

ისრაელის ქნესეთმა თვითდაშლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ქნესეთის დაშლის სასარგებლოდ ხმა 92 კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი არავინ წასულა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანაში 2019 წლის შემდეგ მეხუთე არჩევნები გაიმართება, რომელიც 1 ნოემბრისთვის დაინიშნა.

 

პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს 1 ივლისიდან საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ჩაანაცვლებს და ის ამ თანამდებობაზე არჩევნების შემდეგ ახალი კოალიციის ჩამოყალიბებამდე დარჩება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნაფტალი ბენეტი მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.

 

 

big_banner
არქივი