logo_geo
ისტორიაში პირველად - შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ევროპისთვის გაზის მიწოდებაში გადაუსწრო
- +

1 ივლისი. 2022. 12:32

 

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან 5 თვეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისტორიაში პირველად, ევროპას უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე რუსეთმა.

 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ფატიჰ ბიროლის თქმით, რეკორდული მიწოდება 2022 წლის ივნისში დაფიქსირდა.

 

„რუსეთის მიერ ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მოცულობის მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-იდან უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან.

 

რუსული მიწოდების შემცირება მოითხოვს ძალისხმევას, რომ ევროკავშირი მკაცრ ზამთარში ბუნებრივი აირის მზარდი მოთხოვნისთვის მოემზადოს“, - განაცხადა ბიროლმა.

 

 

big_banner
არქივი