logo_geo
ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა
- +

1 ივლისი. 2022. 12:38

 

 

ოდესაში რუსი აგრესორების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 -მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

 

სარაკეტო შეტევა განხორციელდა მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობასა და რეკრეაციულ ცენტრზე.

 

„1 ივლისს დაახლოებით 01:00 საათზე ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა რეკრეაციული ცენტრის სამსართულიანი და ოთხსართულიანი შენობა. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. საერთო ჯამში ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 14 ადამიანი, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

 

ამავე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 30 ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი