logo_geo
უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა
- +

1 ივლისი. 2022. 14:05

 

 

1 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეების უკრაინაში შესასვლელად ვიზა დასჭირდებათ.

 

კიევმა ათწლეულის განმავლობაში არსებული უვიზო რეჟიმი ოფიციალურად გააუქმა.

 

უვიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

 

მისი თქმით, იგი აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების უკრაინაში შესვლის კონტროლის გამკაცრებას მხარს უჭერს.

 

მანამდე უკრაინამ რუსებისთვის მის ტერიტორიაზე შესვლის პროცესი არაერთხელ გაამკაცრა. თავდაპირველად საზღვრის გადაკვეთა მოქალაქეების შიდა პასპორტებით იყო შესაძლებელი, შემდეგ კიევმა ქვეყანაში შესვლა მხოლოდ უცხოური პასპორტებით დაუშვა.

 

 

big_banner
არქივი