logo_geo
93 წლის კაცმა მძარცველს ესროლა, დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია - შემთხვევა ლოს-ანჯელესში
- +

1 ივლისი. 2022. 16:03

 

 

ლოს-ანჯელესის გარეუბანში მცხოვრებმა 93 წლის ჯო ჰოვარდ ტიგმა სახლში შესულ მძარცველს ესროლა და მძიმედ  დაჭრა. ამის შესახებ ABC News წერს.

 

მედიასაშუალების ცნობით, პენსიაზე გასული სანტექნიკოსის სახლი არაერთხელ გაძარცვეს.

 

ხანდაზმული კაცის თქმით, მძარცველებს შორის ერთ-ერთი ქალია. კაცი ამბობს, რომ მძარცველები მისი მისამართით ნივთებს ისროდნენ. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა 93 წლის ტიგმა მძარცველის დაჭრა.

 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილი მძარცველი იდენტიფიცირებულია, ის 33 წლის კაცია. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

 

 

big_banner
არქივი