logo_geo
პუტინი: დასავლური სანქციები რუსეთსა და ბელარუსს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ უბიძგებს
- +

1 ივლისი. 2022. 16:03

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები რუსეთსა და ბელარუსს „ინტეგრაციის დაჩქარებისკენ“ უბიძგებს.

 

მისივე თქმით, ეს პროცესი სანქციების ეფექტის „მინიმიზაციას მოახდენს“.

 

„რუსეთი და ბელარუსი აგრძელებენ თანამშრომლობის ზრდას პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

 

ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სანქციების უპრეცედენტო ზეწოლა გვიბიძგებს ინტეგრაციის დაჩქარებისკენ. ერთად უფრო ადვილია უკანონო სანქციების ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, მოთხოვნილი პროდუქციის წარმოების შექმნა, ახალი სფეროების განვითარება და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობა“, - განაცხადა პუტინმა.

 

 

big_banner
არქივი