logo_geo
ოდესაში ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვენ
- +

1 ივლისი. 2022. 17:00

 

 

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე პეტიცია დარეგისტრირდა, რომლის ხელმომწერები ოდესაში მდებარე რუსეთის დედოფლის, ეკატერინე მეორის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვენ. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

 

პეტიციას ამ დროისთვის 5,4 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მისი დარეგისტრირებისთვის 25 ათასი ხელმოწერაა აუცილებელი.

 

„კმარა ამ ძეგლის შესანახად მილიონობით გრივნის გამოყოფა. ამ ადამიანმა უკრაინის და ყირიმელი თათრების გენოციდი განახორციელა. მან გაანადგურა ზაპოროჟიეს სეჩი, რუსიფიკაციის და უცხო კულტურის ძალადობრივი დამკვიდრების პოლიტიკა განახორციელა და თავისუფლებისმოყვარული უკრაინელები მონებად აქცია, დაამკვიდრა აქ ბატონყმობა. დამოუკიდებელ უკრაინაში ჩვენს დამპყრობლებს არ უნდა ვეთაყვანებოდეთ“, - წერია პეტიციაში.

 

3 ივნისს ოდესის ოლქის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მაქსიმ მარჩენკოს, რომ მან მოახდინოს ეკატერინე მეორის და რუსი მხედართმთავრის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლების დემონტაჟი და ისინი მუზეუმს გადასცეს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი