logo_geo
რუსებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, დაიღუპა ოთხი ადამიანი
- +

2 ივლისი. 2022. 11:27

 

 

„რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა“, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა.

 

მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე.

 

„ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს. ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს. მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი - დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხისთვის“, - განაცხადა ვადიმ ლიახმა.

 

მან ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ ქუჩებში გამოსვლასა და თავშეყრას.

 

 

big_banner
არქივი