logo_geo
ალექსანდრე ლუკაშენკო: პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით უნდა იყვნენ დაინტერესებული
- +

2 ივლისი. 2022. 11:29

 

 

„ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო ლოკომოტივის როლს ასრულებს ინტეგრაციის პროცესების საერთო ნაკადში“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

 

მან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებისკენ მოუწოდა.

 

„დღეს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ გლობალურ გამოწვევებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მისი მტკიცებით, სწრაფი ერთიანობისა და კონსოლიდაციის, სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაძლიერების გარეშე, შესაძლოა, ამ სახელმწიფოებმა მომავალში არსებობა შეწყვიტონ.

 

 

big_banner
არქივი