logo_geo
საკონსტიტუციო ცვლილებების გამო უზბეკეთში საპროტესტო აქციები იმართება
- +

2 ივლისი. 2022. 13:35

 

 

უზბეკეთის კონსტიტუცია შეტანილი ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, კარაკალპაკსტანის ავტონომიას ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლის უფლება არ ექნება. აქციები ქალაქ ნუკუსში, ჩიბმაიში და მუინაკში გაიმართა. უზბეკეთის შსს აქციებს უკანონოს უწოდებს.

 

25 ივნისს გამოქვეყნებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ამიერიდან რეგიონს, რომელიც უზბეკეთის ტერიტორიის 40%-ს იკავებს, ქვეყნიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება აღარ შეუძლია. კარაკალპაკსტანში დაახლოებით 2 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

 

საპროტესტო აქციების მონაწილეთა ნაწილი დაკავებულია. ხელისუფლებამ რეგიონში ნაციონალური გვარდიის დამატებითი ნაწილები გადაისროლა. ბოლო დღეებში კარაკალპაკსტანში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.

 

 

big_banner
არქივი