logo_geo
ლვოვში ბელარუსის მხრიდან შეტევისთვის ემზადებიან
- +

2 ივლისი. 2022. 17:48

 

 

ლვოვში ბელარუსის მხრიდან რუსული ძალების მიერ შესაძლოა შეტევისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

 

მისი თქმით, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე სიტუაცია არაპროგნოზირებადია. „ქალაქის ყველა რაიონში თავდაცვის შტაბი და ტერაბარონის მოხალისეთა ქვედანაყოფების დამატებითი მომზადება მოხდა. ჯერჯერობით ისინი სადღეღამისო მორიგეობაზე არ გადაგვყავს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს“, - განაცხადა მან. ლვოვის მერის თქმით, ასევე სარეზერვო მოხალისეთა ბატალიონების შექმნის საკითხიც განიხილება.

 

ცნობისთვის, ბელარუსმა ივნისის ბოლოს სამობილიზაციო წვრთნები დაიწყო, უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე ახალი შეტევა მზადდებოდეს. მეორე ვერსიაა, რომ რუსეთის შეტევის იმიტაციას ცდილობს, რათა უკრაინა იძულებული იყო ამ რაიონებში დამატებითი ძალები ჰყავდეს და სხვა მიმართულებებზე მათი გამოყენება ვერ შეძლოს.

 

 

big_banner
არქივი