logo_geo
სიდნეიში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა
- +

3 ივლისი. 2022. 10:46

 

 

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ათასობით მცხოვრებმა მიიღო შეტყობინება, რომ საცხოვრებლები დატოვონ. მიზეზი კოკისპირული წვიმა და დამანგრეველი ქარია, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მძვინვარებს და ქალაქს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ CNN წერს.

 

„ჩვენ ახლა მრავალი საფრთხის წინაშე ვდგავართ - წყალდიდობა, სანაპიროების დატბორვა და ეროზია“, - თქვა ახალი სამხრეთ უელსის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრმა.

 

Associated Press წერს, რომ სიდნეიდან ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო.

 

ავსტრალიის ზოგიერთ რაიონში ნალექის ოდენობამ 200 მილიმეტრსაც კი გადააჭარბა.

big_banner
არქივი