logo_geo
ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება
- +

3 ივლისი. 2022. 12:43

 

 

ვენეციის დათვალიერება ფასიანი ხდება. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

 

თითოეული ტურისტი, რომელიც არ გეგმავს ვენეციაში ღამის გათევას, უნდა დარეგისტრირდეს ონლაინ და გადაიხადოს გადასახადი 3-დან 10.50 დოლარამდე დღეში. მათ, ვინც უგულებელყოფს ახალ წესებს, 300 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

 

ხელისუფლება ქალაქის დასათვალიერებლად გადასახადის დაწესებას 2023 წლის იანვრიდან გეგმავს.

 

ვენეციის ვიზიტორთა 80%-ზე მეტი ქალაქში მხოლოდ ერთი დღით ჩადის.

 

ჯამში, იტალიის ქალაქს 30-40 ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველდღიურად.

big_banner
არქივი