logo_geo
მეხსიერების პრობლემები და მარტოობა - როგორ ცხოვრობს ახლა ჯეკ ნიკოლსონი
- +

3 ივლისი. 2022. 20:50

 

 

2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჯეკ ნიკოლსონი თავის კარიერაში ბოლო ფილმში თამაშობდა, რადგანაც მეხსიერების პრობლემები შეექმნა. მაშინ ანონიმური წყარო იტყობინებოდა, რომ მსახიობი ტექსტის დამახსოვრებას ვეღარ ახერხებდა. გასულ წელს ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ გაჟღერდა და მედიაში დაიწერა, რომ ნიკოლსონი სახლიდან გასვლასაც ვეღარ ახერხებდა და უკვე დიდი ხანია, ფილმებში აღარ იღებენ. მას ხუთი შვილი ჰყავს.

 

თავდაპირველად ნიკოლსონმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტექსტის დამახსოვრებასთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონდა.

 

„მე მათემატიკოსის ტვინი მაქვს, მაგრამ ბოლო დღემდე არ ვაპირებ მუშაობას, ამისთვის არ დამიწყია ეს ყველაფერი. ახლა კინოინდუსტრიაში მუშაობის დიდი მოთხოვნილება აღარ მაქვს", - აცხადებდა მსახიობი რამდენიმე წლის წინ. მისი მონაწილეობით ბოლო ფილმი 12 წლის წინ გამოვიდა. რომანტიკულმა კომედიამ ვერ გაამართლა და არც დიდი წარმატება ხვდა წილად.

 

ჯეკ ნიკოლსონის მღელვარე პირადი ცხოვრებაც წარსულშია. 1968 წელს მსახიობთან, მხატვართან და მწერალ სანდრა ნაითთან განქორწინების შემდეგ, ის ოფიციალურად აღარ დაქორწინებულა და არაფორმალური ურთიერთობა ძირითადად ხანმოკლე იყო. მას ხუთი შვილი ჰყავს. თუმცა, აქედან ორი, ლორეინი და რეი სტუმრობენ ხოლმე მამას. მსახიობი ძირითად დროს თავის უზარმაზარ სახლში მარტო ატარებს. მედიის ცნობით, იგი გვიან დგება, სვამს რძეს და ხატავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მისი ცხოვრების რიტმი ძალიან შენელდა, მას არასოდეს დაუდასტურებია, რომ ნამდვილად პენსიაზე გავიდა. მისი თქმით, ეს ტყუილია, რადგან იდეალური როლი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს და მაშინ მასზე უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. თუმცა, ამ დღეისთვის ის ყველა შემოთავაზებაზე უარს ამბობს.

 

„დიდი ხნის განმავლობაში მარტო ყოფნის მეშინოდა. მარტოობას უნდა შევეჩვიო. მანამდე მეგონა, რომ ვინმესთან ლაპარაკი მჭირდებოდა, თორემ გავგიჟდებოდი. მაგრამ, ახლა მარტო ყოფნა მომწონს... გულწრფელად რომ ვთქვა, მარტოობა დიდი ფუფუნებაა", - ამბობს ის.

 

მსახიობს ახლა ძალიან უყვარს გოლფის თამაში, ფილმების ყურება და პარალელურად, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ დემენციას ებრძვის და პერიოდულად, მეხსიერება საერთოდ უქრება.

 

 

 

 

big_banner
არქივი