logo_geo
დანიაში 22 წლის კაცმა სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა. არის მსხვერპლი
- +

4 ივლისი. 2022. 11:53

 

 

დანიაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა კოპენჰაგენში მოხდა. დაღუპულთა შორის დანიის ორი მოქალაქეა - გოგონა და ბიჭი, რომლებიც 17 წლის იყვნენ. მესამე მსხვერპლი კი რუსეთის 47 წლის მოქალაქეა. არიან დაჭრილები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა დანიის 22 წლის მოქალაქე დააკავეს. კოპენჰაგენის პოლიციის ინსპექტორის თქმით, კაცი ცნობილი იყო ფსიქიატრიული სამსახურებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი არ არის. დაკავებულს კოპენჰაგენის სასამართლოში დღეს დაჰკითხავენ.

 

 

big_banner
არქივი