logo_geo
სერგეი გაიდაი: უკრაინულ ჯარებს რუსების დასამარცხებლად საკმარისი შორ მანძილზე მოქმედი არტილერია არ აქვთ
- +

4 ივლისი. 2022. 14:51

 

 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განმარტა, თუ რატომ მიიღეს უკრაინელებმა ქალაქ ლისიჩანსკიდან უკან დახევის გადაწყვეტილება.

 

მისი თქმით, ქალაქში რუსეთი უკრაინას არტილერიითა და საბრძოლო მასალით სჭარბობდა, ამიტომ იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ამის შესახებ გაიდაიმ BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ჯარები გადავიდნენ დონეცკის ოლქის დასავლეთით გამაგრებულ პოზიციებზე, საიდანაც ისინი რუსეთთან ბრძოლას გააგრძელებენ. მათ ქალაქი დანაკარგების გარეშე დატოვეს.

 

ეს იყო მხოლოდ ერთი ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ, მაგრამ არა ომი. ჩვენ ჩვენი ჯარისკაცების გადარჩენა გვჭირდებოდა.

 

უკრაინულ ჯარებს რუსების დასამარცხებლად საკმარისი შორ მანძილზე მოქმედი არტილერია არ აქვთ.

 

ბრძოლები კვლავ გრძელდება ბელოგორივკასა და ნოვოკოსტიანტინივკაში. რუსების შემდეგი მიზანი დონეცკის ოლქის აღებაა“, - განაცხადა გაიდაიმ.

big_banner
არქივი